|
2019-02-06 16:41:59, 908 ნახვა
საზოგადოება
უახლოეს მომავალში მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატება
უახლოეს მომავალში მეტროს კიდევ ორი, სრულიად მოდერნიზებული შემადგენლობა დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თქვენ იცით, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოწესრიგებას. ამ პროექტის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ, მეტროს ახალი შემადგენლობა დავამატეთ, რათა მეტროთი გადაადგილება კომფორტული გახდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ მეტროს იმ არსებული ვაგონების რეაბილიტაცია, რომელსაც ამის რესურსი აქვს. მეტროს ორივე ხაზს ორი ახალი შემადგენლობა დაემატა. ასევე, უახლოეს მომავალში კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მეტროსადგურებში მოცდის დრო შევამციროთ. გასულ წელთან შედარებით, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაზრდილია. შესაბამისად, აუცილებელია, სერვისი იყოს გაუმჯობესებული, ვაგონები - კომფორტული, მოცდის დრო კი 2.5 წუთამდე შემცირდეს. მოცდის დრო თავიდან ოთხი წუთი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი სამ წუთზეა დაყვანილი. ვსაუბრობ პიკის საათებზე, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე, მიწისზედა მეტროს პროექტზე ისაუბრა, რომელიც ორი მიმართულებით იგეგმება: სამგორიდან ლილოს მიმართულებით - სამგორი-აეროპორტი და თბილისის დაკავშირება რუსთავთან მეტროს ხაზით. „გუშინ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომ წარმოადგინონ პროექტი. ასევე, უნდა შემუშავდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ეს დოკუმენტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში დამუშავდება. რუსთავის მიმართულებით, მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სრულ სურათს მოგვცემს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)