19:26 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 20:12:13, 1600 ნახვა

სამართალი
ბესელია - ფაქტია, კადრების გავრცელება ემთხვევა სასამართლოსთან დაკავშირებით ღია კონფლიქტს და დაპირისპირებას

„ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს და ღია კონფლიქტს, დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებთ გვაქვს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე უწყების მაღალჩინოსნებს მისი ეჭვები გაუზიარა.

„ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს და ღია კონფლიქტს, დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებთ გვაქვს. ამ მეთოდების გამომყენებელი ადამიანები უნდა დაისაჯონ. მე მაქვს ჩემი ვარაუდები იმ პირთა წრის ირგვლივ, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს და ვისაც ახასიათებს ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენება. ვისაც მე ვებრძვი, ვისაც მე ვუპირისპირდები იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას, არა მხოლოდ თანაგუნდელების. ჯერ ერთი, თანაგუნდელები არ არიან. მე არ მივიჩნევ ასეთ ადამიანებს თანაგუნდელებად, მე მივიჩნევ ამ ადამიანებს ან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებად, ან მათ გამგრძელებლად. პირთა წრე, ვისაც მე არ გამოვრიცხავ იმ რეჟიმს და იმ ხელისუფლებას, ვისაც ვებრძვი დიდ ხანია, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება, არ გამოვრიცხავ იმ ჯგუფს, რომელიც არის სასამართლოს შიგნით, რომელთა წინააღმდეგაც გადავდგით ნაბიჯები. მე ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ბრალს არავის ვდებ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics