|
2015-01-22 09:56:43, 2104 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: გამოძიება არის საწყის ეტაპზე და დადასტურებულად რაიმეს განცხადება არ შეიძლება
„გამოძიება ამ ეტაპზე არის საწყის ეტაპზე , რაიმეს დასაბუთებულად და დადასტურებულად განცხადება არ შეიძლება, იმიტომ რომ მომხდარი ფაქტიდან გასულია საკმაოდ მცირე დრო“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია. „ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გუშინ, მომხდარი ფაქტიდან შესაბამისად გასულია საკმაოდ მოკლედ დრო. ამ ეტაპზე ჩვენ განცხადება გავავრცელეთ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჩატარებული არის მთელი რიგი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, როგორიც არის შემთვევის ადგილის დათვალიერება, ავტომანქანის დათვალიერება, დანიშნული არის ექსპერტიზები, რომლებმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რა იყო ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი, როგორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა სასაფლაოზე, სად იყო ეს ასაფეთქებელი ნივთიერება განთავსებული. შესაბამისად, ახლა ეს გამოძიება საწყის ეტაპზეა, შესაბამისად ამ ეტაპზე რაიმეს დასაბუთებულად და დადასტურებულად განცხადება არ შეიძლება, იმიტომ რომ მომხდარი ფაქტიდან არის გასული საკმაოდ მცირე დრო და გამოძიება არის საწყის ეტაპზე“, - განაცხადა შოთაძემ. შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე აფეთქდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)