|
2015-06-17 12:16:21, 718 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დაიწყო
პროკურატურამ მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოიძება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები. „საქართველოს პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს 2015 წლის 14 ივნისს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. 2015 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)