|
2015-01-21 20:57:28, 2131 ნახვა
სამართალი
შსს გორში დამატებითი ძალების მობილიზებას არ ადასტურებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში დამატებითი ძალების მობილიზებას არ ადასტურებს. ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები გორში კონკრეტული დანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ. „არანაირი დამატებითი ძალები არაა მობილზიბული გორში! კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ სამართალდამცველები და ახლა მთელ ინფორმაციას ვერ დავწერ, ალბათ გასაგებია რომ დეტალები შეიძლება სავარაუდო დამნაშავემაც წაიკითხოს“, - წერს გიორგობიანი. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, ძალოვანები გორში სხვადასხვა რეგიონებიდანაც გადაისროლეს და ამ დროისთვის ყაზარმულ რეჟიმზე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)