00:22 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 18:41:34, 1863 ნახვა

სამართალი
„ვადასტურებ, რომ ჩანაწერი არსებობს“ - დავით ჭიჭინაძე შსს-ში გამოკითხეს

საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში შესაძლო გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოიკითხა.

როგორც დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მთავარი მიზანია, კონკრეტული პირების გამოვლენა, რომლებიც პირადი ცხოვრების ჩანაწერებს ავრცელებენ.

ამასთან, ჭიჭინაძე ჩააწერების არსებობას ადასტურებს.

„ექსპერტი მე არ ვარ, მაგრამ ის, რომ ჩანაწერი არსებობს, მაგას ვადასტურებ და შესაბამისად, FACEBOOK-ზე ამოუვარდათ ჩემი ოჯახის წევრებს. მე მაგიტომ მოვედი, რომ მაქსიმალურად, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო. დამიკავშირდა პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი, იმასაც მივეცი საშუალება, რომ დაკავშირებოდა წყაროს, საიდანაც მე მივიღე ეს და მაქსიმალურად, მე მინდა, რომ უმოკლეს ვადაში იქნეს აღკვეთილი და წყარო იქნეს გადაკეტილი ამის გავრცელების. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვიღაც მაინც უნდა დაისაჯოს ამ საქმიანობის გულისთვის... მე დღეს ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებ და ვერაფერს ვერ დავუკავშირებ, მაგრამ ერთი რამ არის, რომ როდესაც იძაბება ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა, მაშინ იწყება ხოლმე კონკრეტულად და ის ადამიანები, ვინც იბრძვიან, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ადამიანების და სამართლიანობის გულისთვის, იმ ადამიანის წინააღმდეგ ქვეყნდება ხოლმე ეს“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics