00:07 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 16:33:47, 1812 ნახვა

სამართალი
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლს ესროლეს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს.

ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

„როდესაც მეუღლე გავიდა აივანზე, აივნის დასალაგებლად, შეამჩნია ჯერ ნატყვიარი აივნის კარზე და მერე შემთხვევით ნახა მასრა. რომ დავინახე ეს ტყვია, ვუთხარი ისევ დაედო თავის ადგილზე. როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო საახალწლო გართობა დავრეკე პოლიციაში. ძალიან მიჭირს რამესთან დაკავშირება, ფაქტია,რომ აქ არის ტყვია და კარს ეტყობა ნატყვიარი“, - ამბობს დავით ერაძე.

როგორც „ექსპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

ტელეკომპანია მომხდარს დავით ერაძის ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტს უკავშირებს, რომელიც მოჭიდავეების საქმეს ეხებოდა. ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს დავით ერაძემ მოიპოვა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics