14:02 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 16:10:10, 2161 ნახვა

სამართალი
ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული პ.თ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატუირდან სასამართლოში, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, ქ.თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში პ.თ-მ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

„სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ პ.თ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის  ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა შეფარდებული, 2017 წლის 30 ივნისს დანას ატარებდა.

სამართალდამცველებმა პ.თ. 2017 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით ( ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 2381 მუხლის პირველი ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.თ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გაცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics