13:54 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-20 22:38:55, 2001 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი  გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.
სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics