|
2019-01-20 12:01:38, 3961 ნახვა
სხვადასხვა
კიკვიძის პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში (კიკვიძის პარკი) მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს. განზრახ დაზიანებულია პლასტმასის ბოთლების ჩასაყრელად განკუთვნილი მილი და სენსორები. სამწუხაროდ, ეს აპარატების დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა, გამოძიება სსკ–ს 187–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ თბილისს, მის ინფრასტრუქტურას და ყველაფერს, რაც დედაქალაქის საკეთილდღეოდ კეთდება. ასევე გავითვალისწინოთ, რომ ვანდალიზმის ფაქტი დასჯადია. თბილისში მიუსაფარი ძაღლების კვებისთვის განკუთვნილი 3 აპარატი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიდგა და ისინი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს. მიუსაფარი ცხოველებისათვის განკუთვნილ აპარატების მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია - პლასტმასის 0.5 ლიტრიანი სტანდარტული ბოთლის ჩაგდების შემდეგ, ძაღლის საკვები ჩამოიყრება. დისპანსერში წყლის ჩასხმის შემდეგ კი მიუსაფარი ცხოველი წყლის დალევას შეძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)