|
2019-01-10 16:33:00, 1718 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე ივანიშვილზე: რაც მეტ სიმართლის მთქმელ ადამიანს გაუშვებს გუნდიდან, მეტად დაიმძიმებს სიტუაციას
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატის დათ ჭიჭინაძის განცხადებით, მმართველ გუნში ეკა ბესელიას წასვლამდე, ბევრად ადრე დაიწყო. როგორც ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გუნდიდად ბევრ ადამიანს გაუშვებენ, ეს პარტიაზე ნეგატიურად აისახება. მანვე დასძინა, რომ თუ მოსამართლეების სია არ შეიცვლება, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა დაიწყება. „ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება. ჩემი დაპირისპირებაც ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ეს გუნდი თავის დროზე დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, შემდეგ კვირიკაშვილს. ამიტომ ამ ადამიანებისგან თუ შეიძლება დაპირისპირება, ესეიგი ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა შიგნით გუნდში დაპირისპირების წახალისება. რაც მეტ სიმართლის მთქმელ ადამიანს გაუშვებს გუნდიდან, მეტად დაიმძიმებს სიტუაციას, იმიტომ რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მაგ ადამიანს არ უთქვამს, რომ კობახიძე მეყოლება ფლაგმანად, მურუსიძე და ჩინჩალაძეო. დაპირებებს ზოგადად უნდა გაანალიზება. ხალხმა რისი გულისთვის დაუჭირა მხარი, ამ გადაწყვეტილების გულისთვის ნამდვილად არ დაუჭირა. რომ შემოვა და თუ არ იქნება გასწორებული ეს სია, ალბათ, იქნება ძალიან სერიოზული საპროტესტო ტალღა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)