|
2018-12-27 13:04:19, 2244 ნახვა
სამართალი
სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. მისთვის აღნიშნული ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს განუცხადა, ქრთამი არასდროს აუღია. „ჩემს ცხოვრებაში ქრთამი არ ამიღია, 5 წლის განმავლობაში ლევან შონიას სულ უარყოფით კონტექსტში აჩვენებდით, ერთხელ არ გიჩვენებიათ პოზიტირად“, - აღნიშნა სამგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა. ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)