|
2015-06-16 00:16:25, 546 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და თანაგრძნობა აღუთქვა. „მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე დღეების განმავლობაში, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები დაკარგეს. საქართველოსთვის ეს უზარმაზარი დანაკლისია. ყველაფერს ეშველება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღვადგინოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურა, რომელიც ბუნებრივი კატასტროფის შედეგად შეიქმნა. თუმცა, დაკარგულ სიცოცხლეებს ვერაფერი დააბრუნებს. ამიტომ, ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ მძიმე წუთებში ისაა, რომ ვიდგეთ ამ ოჯახების გვერდით. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ თავი არცერთი წუთით მიტოვებულად არ იგრძნონ“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)