|
2018-12-22 14:12:47, 1887 ნახვა
სამართალი
თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა ფუნქციონირება საპილოტე რეჟიმში დაიწყო.საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებული ყველა არასრულწლოვნისა და სხვა დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგის მომსახურება. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, მულტიდისციპლინური ჯგუფი იზოლატორში მოთავსებული პირების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის პირველად შეფასებას, კრიზისულ ინტერვენციას და ფსიქოლოგიურ კონსულტირებას განახორციელებს. „ამავდროულად, იზოლატორის დატოვების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება არასრულწლოვნის შესაბამის უწყებაში გადამისამართება (რეფერირება). აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის ინიცირებული და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ფონდთან -„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" თანამშრომლობით, UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)