|
2018-12-20 13:22:56, 1600 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე კირკიტაძის პატიმრობაზე: სააპელაციოში მივალთ, რომელიც გაჯერებულია ტარაკნებივით ქოცი მოსამართლეებით
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ხსენებულ გადაწყვეტილებას "ხელისუფლების პარანოიას" უწოდებს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია სამართლისთვის ბოლომდე იბრძოლებს. „ყველა ადამიანი ვინც ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, თქვენ ვინც ხართ მოქალაქეები სამართალი და კანონი გინდათ ამ ქვეყანაში ხართ ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხეები და დაამთავრებთ აი აქ. ვიბრძოლებთ, რომ კირკიტაძე გამოვიყვანოთ, სააპელაციო სასამართლოში მივალთ, რომელიც გაჯერებულია ტარაკნებივით ქოცი მოსამართლეებით, ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალებით, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. ეს თქვენ სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ, ეს არის პათოლოგიური შიშის ნიშანი, ეს არის პარანოიის შედეგი, აი შეხედეთ ამდენი პოლიციელი გინახავთ სადმე? რას აკეთებენ აქ პოლიციელები? გახარიას და ბიძინა ივანიშვილს პათოლოგიური შიში აქვთ საქართველოს მოქალაქეების", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)