|
2015-06-15 16:21:16, 539 ნახვა
საზოგადოება
მერია: სტიქიით დაზარალებულებულებს განსაკუთრებით ჰიგიენური საშუალებები სჭირდებათ
სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის რაიონულ გამგეობებში სხვადასხვა ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. „განსაკუთრებით დეფიციტურია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საჭირო საფენები (4,5,6 ზომის), კბილის ჯაგრისები და პასტები, სარეცხი საშუალებები, შამპუნები, ტუალეტის ქაღალდი. დაზარალებულებს შორის არიან 2-7 და 10-15 წლამდე ბავშვები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ზომის სამოსი, ისეთი, როგორიც არის ტრუსები, მაისურები, ფეხსაცმელები და სხვა სახის ტანსაცმელი. ასევე, საჭიროა ფეხსაცმელი 36-იდან 44 ზომის ჩათვლით. რაც შეეხება საკვებსა და წყალს, არსებული ინფორმაციით მარაგშია დღენახევარი-ორი დღის საკვები პროდუქტები. პირებს, ვისაც სურთ, დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ თბილისის მერიის საკონტაქტო პირს, ლიკა ბურდულს ტელეფონზე 551 51 58 34“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)