|
2018-12-18 14:44:58, 1300 ნახვა
სამართალი
2018 წლის განმავლობაში, უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის განმავლობაში, 336 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 145 ფაქტი შეიცავდა. უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 66 ფაქტი, გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 57 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 50 ფაქტი გამოავლინეს. კახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა 42 ფაქტი, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 39 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 22; აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს 29 ფაქტი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა - 12 ფაქტი, ხოლო თბილისში - 19 ფაქტი დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)