21:13 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 14:26:26, 1864 ნახვა

ეკონომიკა
vali.ge-ს ერთიან ბაზას „ბაზის ბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ  ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს  „ბაზის ბანკისა"  და „ტერა ბანკის"  მონაცემები დაემატა

ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია  414 ათას 223 მსესხებლის,  699 ათას 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა  3,159,583,175 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

• სს „საქართველოს ბანკი"

• სს „თიბისი ბანკი"

• სს „ლიბერთი ბანკი"

• სს „სილქ როუდ ბანკი"

• სს „ხალიკ ბანკი საქართველო"

• სს „იშბანკი საქართველო"

• სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია"

• სს „ბაზის ბანკი"

• სს „ტერა ბანკი"

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება  განახლებული მონაცემები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics