|
2018-12-11 18:06:15, 857 ნახვა
რეგიონი
მარტვილში ხვალ რიგით 21-ე იუსტიციის სახლი გაიხსნება
იუსტიციის მინისტრი 12 დეკემბერს, 18:00 საათზე, მარტვილში რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლს საზეიმოდ გახსნის. მარტვილის იუსტიციის სახლი ზუგდიდისა და ფოთის შემდეგ რიგით მესამე ფილიალი იქნება სამეგრელოს რეგიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. აღსანიშნავია ის, რომ სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი იუსტიციის სახლის ფილიალი შენდება. ქალაქ სენაკში დასასრულს უახლოვდება იუსტიციის სახლის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტულ გარემოში სერვისების მიღებას უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად მარტვილში ქორწინების სახლიც გაიხსნება. ამ დრომდე მარტვილის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს მარტვილის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ. მარტვილში იუსტიციის სახლი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენდა და ის 531 კვადრატული მეტრია. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად მარტვილში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, მოეწყობა გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდება. მარტვილის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მეცხრე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ სენაკში, ხონში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიასა და წყალტუბოში გაიხსნება.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)