|
2015-06-15 12:19:33, 385 ნახვა
საზოგადოება
მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს, ხოლო გამოცდა 17 ივნისს ჩატარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სმაინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელ საქართველოში ხვალ- 16 ივნისს ჩატარდება. შესაბამისად, გამოცდები დაიწყება ზეგ, 17 ივნისს დილის 9:00 საათიდან. სკოლები იმ განრიგით იხელმძღვანელებენ, რომელიც შემუშავებული ჰქონდათ. ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს, რის გამოც სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება მოხდება. ამასთან, სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტსა და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრები საგანგებო რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)