20:05 - 16 Jul, 2026
|
2018-12-07 18:47:28, 2427 ნახვა
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, პაპუნა ლეჟავას მხარი დაუჭირა. „საკმაოდ ახალგაზრდა კანდიდატია, კარგი ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეროვნული ბანკის კვალიფიციურ გუნდს შეუერთდეს და საზღვარგარეთიდან მიღებული გამოცდილება გაუზიაროს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღევანდელ სხდომაზე და კოლეგებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან დღემდე აშშ-ში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (ვაშინგტონი) ფინანსურ ოფიცრად მუშაობდა; 2010-2013 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)