|
2015-06-15 11:01:12, 592 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად „ლიბერთი ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ სპეციალური ანგარიშები გაიხსნა
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად „ლიბერთი ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ სპეციალური ანგარიშები გაიხსნა ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. „სამინისტრო დიდ მადლობას უხდის „ლიბერთი ბანკსა“ და „თიბისი ბანკს“ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიჩინეს. დღეიდან, 15 ივნისიდან ყველა მსურველს შეუძლია „ლიბერთი ბანკში“ და „თიბისი ბანკში“ გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე გადარიცხოს თანხა, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად მიიმართება“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ანგარიშების ნომრებია:
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)