02:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 14:21:08, 650 ნახვა

რეგიონი
პროექტით ნაგომარის უბნის 17 ოჯახი, სკოლა და ამბულატორია ისარგებლებს

სოფელ წყალსაყარში, ნაგომარის უბანში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წყალსადენი მდინარე წყალშავას ადიდების გამო დაზიანდა, რამაც გამოიწვია მოსახლეობაზე სასმელი წყლის დებეტის შემცირება. დაგეგმილი სამუშაოები სათავე ნაგებობის, გაბიონების, სამარაგო რეზერვუარის და შიდა ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ემემტე“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 28 980 ლარია. დასრულებული პროექტით ნაგომარის უბნის 17 ოჯახი, ჟანივრის საჯარო სკოლა და ამბულატორია ისარგებლებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები გაეცნენ.


 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics