12:20 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 12:50:16, 3155 ნახვა

სამართალი
შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

"ექსპრესნიუსი" უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეაგირების შესახებ. 2018 წლის 28-29 ნოემბერს პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე, მათ შორის: ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა) – 8 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) - 4 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) - 1 ფაქტი.

არაძალადობრივი დანაშაულის შესაძლო ჩადენის 5 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლისა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა; მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) - 1 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 164-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა) - 1 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 164-ე სეკუნდა მუხლით (არჩევნებში არაერთგზის ხმის მიცემა) - 1 ფაქტი;საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) - 2 ფაქტი.

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის შესაძლო ჩადენის 6 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) - 2 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება) - 4 ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics