|
2015-06-14 17:55:43, 633 ნახვა
საზოგადოება
მაშველები ვერეს ხეობაში ჩარჩენილ ავტომობილში ცხედრის არსებობას ვარაუდობენ
მას შემდეგ რაც, მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონემ დაიწია, ადიდებული მდინარის მიერ წაღებული მანქანები გამოჩნდნენ. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპოდენტი იუწება, ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები ვარაუდობენ, რომ ერთ–ერთ ავტომობილში ადამიანი იმყოფება, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილია. ცნობისთვის, წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქის რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა. გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანდა. მძიმე ვითარებაა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი. სტიქიის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან მაშველები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)