|
2015-06-14 17:42:58, 411 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დედაქალაქში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დედაქალაქში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო. სააგენტოს მენეჯმენტი და 100 - მდე თანამშრომელი ვაკე-საბურთალოს გზაჯვარედინთან ტერიტორიას სტიქიისგან ჩამოტანილი ნაშალი მასალებისგან წმენდს. ადგილზე იმყოფება და სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძეც. „ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიისგან გამოწვეულ შედეგებზე დროული რეაგირება და ერთად დგომა, რათა ქალაქი რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, -აღნიშნავს პაპუნა უგრეხელიძე. დედაქალაქის მერიის მოწოდებას სამაშველო სამუშაოებში ჩართვის შესახებ დღეს უამრავი მოხალისე გამოეხმაურა. სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს ყველა სსიპ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)