|
2015-06-14 17:38:36, 421 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ
იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და რიგითი თანამშრომლები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სისტემის თანამშრომლები სტიქიის ზონაში, თამარაშვილის გამზირზე გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. თანამშრომლების ნაწილი კი თბილისის იმ უბნებზე გადანაწილებას ელოდებიან, რომლებიც გუშინდელმა წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა. იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს იმ ადამიანთა ოჯახებს, რომლებიც წუხელ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ იმსხვერპლა. დაზარალებულ უბნებზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების ფიზიკური მუშაობა სტიქიის შედეგების საბოლოო ლიკვიდაციამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)