12:20 - 18 Jul, 2026
|
2018-11-27 16:27:14, 1776 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე მერაბ მორჩაძე დაიკითხება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მერაბ მორჩაძე დაიკითხება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გარდა ამისა, პროკურატურას ჰქონდა შუამდგომლობა მორჩაძის განაჩენის მტკიცებულებად დართვაზე, რაც ასევე დაკმაყოფილდა. "ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მერაბ მორჩაძის გაამტყუნებელი განაჩენი, რომელიც საპროცესო შეთანხმების შედეგად დადგა საქალაქო სასამართლოში. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოში დაიკითხოს ბატონი მორჩაძე და გასცეს პასუხები დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებს, თუ ვისთან რა კავშირში იყო ბატონი მორჩაძე.. მე მაგალითად მაინტერესებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან რა კავშირი ჰქონდა და თუ ჰქონდა საერთოდ", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)