|
2018-11-24 19:12:00, 2087 ნახვა
სამართალი
პროკურატურა მარნეულში მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას აქვეყნებს და ვიდეო მასალას ასაჯაროებს [ვიდეო]
პროკურატურა მარნეულში მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას აქვეყნებს და ვიდეო მასალას ასაჯაროებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გივი ქველაძემ, საჯარო სივრცეში განცხადებით ბრალი დასდო მარნეულის შს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის განხორციელებაში. კერძოდ განაცხადა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, პოლიციელებმა პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.კ.-ს. პროკურატურის ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო გამოძიება და დაუკავშირდა გივი ქველაძეს, რომელმაც გადატვირთული გრაფიკის გამო უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. გამოძიებამ გამოკითხა კ.კ.-ს მკურნალი ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ საავადმყოფოში შეყვანილ კ.კ.-ს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. "გამოძიებამ ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ვიდეოჩანაწერები, რომელთა დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ გივი ქველაძის საჯარო განცხადებები არ დასტურდება და კ.კ.-ს მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება უშუალოდ კ.კ.-ს , მასთან დაკავშირება და შესაბამისად გასაუბრება ამ დროისთვის ვერ ხერხდება, ხოლო თავად გივი ქველაძე აცხადებს, რომ იგი კ.კ.-ს არ იცნობს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ აქვს ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პროკურატურა მარნეულში მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას აქვეყნებს და ვიდეო მასალას ასაჯაროებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)