|
2015-06-14 13:31:18, 425 ნახვა
საზოგადოება
15 ივნისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მე–12 ჯგუფი სწავლას იწყებს
2015 წლის, 15 ივნისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, იუსტიციის მსმენელთა მე-12 ჯგუფი, რომელიც 12 მსმენელისგან შედგება, სწავლას იწყებს. სწავლების პირველ დღეს იუსტიციის მსმენელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე/იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე შეხვდებიან. დღის ბოლოს, იუსტიციის მსმენელები ესტუმრებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე/იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი მამუკა ახვლედიანი უმასპინძლებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მსმენელები გაეცნობიან სასამართლოს მუშაობის დეტალებს, რაც მათ ხელს შეუწყობს თეორიული მასალის უკეთ აღქმასა და სტაჟირების პროცესის წარმატებით გავლაში. იუსტიციის მსმენელთა სასწავლო პროგრამა, რომელიც 10 თვე გაგრძელდება მოიცავს, როგორც თეორიულ კურსს, ასევე სტაჟირების ეტაპს და სემინარულ მუშაობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)