23:15 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 16:03:16, 1144 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცმოძრაობა“ წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი, ეს ხალხმა უნდა იცოდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე  არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაციას აფასებს და  აცხადებს, რომ  საზოგადოებამ მოსალოდნელი საფრთხეები კარგად უნდა გაიაზროს.

 მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და „ყველაფერზეა წამსვლელი“.

 „რაც უფრო მცირე დრო რჩება მეორე ტურამდე, მით უფრო აგრესიული ხდება ნაციონალური მოძრაობა. იმდენად არიან წაგებაში დარწმუნებულები, რომ  მათ სატელიტ არასამთავრობო ორგანიაციებს უკვე ჭორებით ალაპარაკებენ. ფაქტია, არჩევნების შემდეგ მათი მცდელობა სიტუაციის არევის, რეალურია და ეს უნდა იცოდეს ხალხმა. დესტაბილიაცია უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რაც მთავარია, ტურიზმზე. ამიტომ აუცილებელია არა მარტო გამარჯვება, არამედ დამაჯერებლი გამარჯვება. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გააგონოს თავისი ხმა - არა სისხლიან რეჟიმს!  დღეს საზოგადოება ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე თუნდაც  მმართველი პარტია.  დღეს სწორედ ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს. 28 ნოემბერს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ცუდი წარსულის საბოლოო დასასრული და კიდევ ერთი  შანსის მიცემა  დღევანდელი ხელისუფლებისთვის“, -  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics