|
2015-06-14 10:57:49, 416 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ძლიერი წვიმა მოსალოდნელი არ არის
სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში, უახლოეს დღეებში, ძლიერი წვმის საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ „ექსპრენიუსს“ ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, 16–17 ივნისს დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კი, 16 ივნისს მოსალოდნელია სეტყვა და წვიმა. „თბილისში, უახლოეს დღეებში ასეთი ძლიერი წვიმის საშიშროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. 16–17 ივნისს დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, თუმცა ასეთი ძლიერი წვიმა არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 16 ივნისს მოსალოდნელი იქნება სეტყვა და წვიმა, მაგრამ რამდენად ძლიერი იქნება, ამას ვაზუსტებთ. პროგნოზს კიდევ დავაზუსტებთ“, – აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)