10:01 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 10:44:55, 1952 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის აღჭურვილობას დეკემბრიდან, აშშ-ის მიერ გადმოცემული, სიჩქარის მზომი ხელის რადარები დაემატება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) სიჩქარის მზომი 9 რადარი საჩუქრად გადასცა.

შსს-ს ინფორმაციით, ახალი რადარების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 18 თანამშრომელს 4 დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. სწავლება პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა.

მიმდინარე წლის დეკემბრიდან, გადამზადებული პატრულ-ინსპექტორები ხელის რადარებს პირველად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დარიალის ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გამოიყენებენ.

საპატრულო პოლიცია ხელის რადარებს საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებში დანერგავს, სადაც „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების დაფარვის არეალი არ ვრცელდება და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია.

სიჩქარის მზომი ხელის რადარების დანერგვის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics