|
2015-06-14 08:49:35, 419 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა სტიქიის ზონისკენ მიემართება
თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად გადაადგილდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მობილიზებულია სპეც-ტექნიკის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის მზად არიან. სამუშაოებში ჩართულია საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა. „თავდაცვის სამინისტრო გვიანი ღამიდან აქტიურად მონაწილეობს სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის სამუშაოებში. საგანგებო ვითარების გამო სამინისტროს დანაყოფები გვიან ღამიდან მობილიზებულნი არიან. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტიქიით შექმნილ ვითარებას ავსტრიიდან გამოეხმაურა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობის ერთი ნაწილი ზოოპარკის გაწმენდით სამუშაოებში იღებს მონაწილეობას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)