22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 14:20:34, 625 ნახვა

რეგიონი
ტურისტულ ობიექტებში სახანძრო-უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ვიდეო დაამზადეს

ტურისტულ ობიექტებში სახანძრო-უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აჭარის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტმა სახანძრო-უსაფრთხოების სასწავლო ვიდეო დაამზადა.

პრაქტიკულ ვიდეომასალაში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად წესებსა და მანიშნებლებზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურისტული ობიექტების თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის. სასწავლო ვიდეოში გრაფიკულადაა ასახული თუ როგორ უნდა იმოქმედოს ცალკეულმა პირმა საგანგებო სიტუაციებისას,  რას ნიშნავს სახანძრო-უსაფრთხოების მანიშნებლები და როგორ შეიძლება ცალკეული რისკების თავიდან არიდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვიდეომასალა ორენოვანია და  ის ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს წლის ბოლომდე დაურიგებდათ. 

გარდა ვიდეორგოლის მომზადებისა, სახანძრო-უსაფრთხოების მიმართულებით დეპარტამენტმა წლის დასაწყისში კვებისა და განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარა. ჯამში, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2500-ზე მეტი  პირი გადაამზადა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics