15:44 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 18:52:58, 2257 ნახვა

ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიაში ღია კარის დღეს დაესწრო

„ბათუმის საზღვაო აკადემია გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი გახდა არა მხოლოდ აჭარასა და ზღვისპირეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვაო პროფესიები საქართველოში პოპულარული ხდება. ამის მანიშნებელია ისიც, რომ მიმდინარე წელს საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით საზღვაო აკადემია ლიდერი სასწავლებელი გახდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას.

მინისტრის მოადგილე „ღია კარის დღეს" დაესწრო და აკადემიაში შეკრებილ სტუდენტებსა და აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროფესია მეზღვაურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის. რა რაოდენობის კონტრიბუცია მოაქვთ მათ ქვეყნისთვის და ზოგადად რა პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განხორციელდება ამ კუთხით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დაესვათ.

„ღია კარის დღეს" ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics