19:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 15:40:02, 1329 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი მართვის სისტემებს ეფექტურად დაალაგებს

„ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის არის ის ადამიანი, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება, რომ მართვის სისტემებს ეფექტურად დაალაგებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიდეომიმართვას.

როგორც მან აღნიშნა, ერთობის განცდამ ბოლო პერიოდში ძალიან მოიკოჭლა და პარტიული მართვის სისტემა შეირყა.

,,მართვის ვერტიკალი მოშლილია და ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე სულ რამოდენიმე თვის წინ, გარდა პოზიტივისა, იმის მომასწავებელიც იყო, რომ მძლავრი მუშაობა სჭირდება ამ ხარვეზების გამოსწორებას. ძალიან ბევრი სამართლებრივი ნაწილია მოსაგვარებელი. უშველებელი რაოდენობა სისხლის სამართლის საქმეებისა დაგვხვდა და  საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ამ გაღატაკებული ხალხის, მაგრამ  ამ საკითხების მოგვარებასაც გაცილებით სწრაფი მოქმედებები სჭირდება, რასაც აუცილებლად, უნდა ითქვას, რომ მოისაკლისებს ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება. ამისთვის საჭიროა მობილური ჯგუფების შექმნა და მართვის სისტემის გადალაგება. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის არის ის ადამიანი, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება, რომ მართვის სისტემებს სწორედაც ეფექტურად დაალაგებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics