17:43 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 13:18:18, 1229 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილმა გვერდზე ჩამიარა და ხელი არ ჩამომართვა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბივილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 100%-ით აკონტროლებდა პარლამენტსა და მედიას.

როგორც ზურაბიშვილმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა, ახლა საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა.

კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი ქვეყნის ერთადერთი მმართველი, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„ივანიშვილი იმაზე მეტს არ აკონტროლებს, რასაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი არ აკონტროლებდა. საკუთარი პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი მთელ პარლამენტს აკონტროლებდა. ამიტომ ვამბობ, რომ იმ დროს ოპოზიცია ვერ მუშაობდა, ჩვენ მხოლოდ ქუჩაში დგომა შეგვეძლო. ახლა ოპოზიცია უმცირესობის სახით, თუმცა მაინც არის წარმოდგენილი პარლამენტში და არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა. პარლამენტში 3 ოპოზიციური პარტიაა, აქედან ორი კი, საკმაოდ ძლიერია. პარლამენტი 100%-ით სააკაშვილის კონტროლის ქვეშ იყო. ის აკონტროლებდა მთლიანად მედიას. ახლა გვაქვს 5 ოპოზიციური ტელეარხი. ამიტომ ახლა, ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლება არსებობს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს რასაც მას აბრალებენ“, - განაცხადა ზურაბიშვილი.

რაც შეეხება სააკაშვილთან ბოლო შეხვედრას, ზურაბიშვილს თქმით, ეს დაახლოებით 11-12 წლის წინ იყო.

„ბოლოს სააკაშვილს შევხვდი მაშინ, როდესაც მან იპოდრომზე შეხვედრა გამართა. მაშინ ბოლოს ვესაუბრე. კიდევე ერთხელ ვნახე, როდესაც უკვე ოპოზიციაში ვიყავი. საკმაოდ ცნობილი კადრია, როდესაც გვერდზე ჩამიარა და ხელი არ ჩამომართვა. ეს დაახლოებით 2006-2007 წლებში იყო“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics