|
2015-06-12 10:14:06, 659 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლაშა ხ, 1961 წელს დაბადებული დავით გ, 1985 წელს დაბადებული პავლე ჩ, 1970 წელს დაბადებული ბესიკ ე, 1966 წელს დაბადებული გიორგი მ, 1981 წელს დაბადებული მინდია ც. და 1973 წელს დაბადებული ვასილ ს. უკანონო ტყითსარგებლობის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის, ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ამხილეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბესიკ ე-ს, გიორგი მ-ს და მინდია ც-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანებიდან უკანონოდ მოჭრილი 6,5 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი ამოიღეს. ასევე ამოღებულია პავლე ჩ-ს და ლაშა ხ-ს კუთვნილი, უკანონოდ მოჭრილი, 5 მეტრის სიგრძის 43 მორი და 3 მეტრის სიგრძის 17 მორი, ხოლო ვასილ ც. ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის ფაქტზე იმ დროს ამხილეს, როდესაც მას უკანონოდ მოჭრილი 25 კუბური მეტრი ფიცარი უკანონოდ გადაჰქონდა. გამოძიება უკანონო ტყითსარგებლობის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის, ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე, 128-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის, 128-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)