|
2015-06-11 13:08:40, 921 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ე.წ.კაბელების საქმის სააპელაციო საჩივარს გრიფი საიდუმლო მოხსნა
საქართველოს პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს საიდუმლო გრიფი მოხსნა. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, გრიფი საჩივრის ნაწილზე კონტრდაზვერვის სამსახურის წერილის საფუძველზე მოიხსნა. მტკიცებულებების ნაწილზე კი კვლავ საიდუმლო გრიფი რჩება. "ადვოკატებმა პირველივე სხდომაზე იშუამდგომლეს და მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა. მტკიცებულებების განხილვა დახურულ სხდომაზე მოხდა. განჩინება, რომელიც გავასაჩივრეთ, გამოცხადდა დახურულ სხდომაზე, რადგან ის შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. განჩინების ნაწილი დაიშტრიხა და ისე გადეცა ადვოკატებს. მათ არ აქვთ დაშვება ამ კატეგორიის ინფორმაციაზე. მას შემდეგ, რაც შევიტანეთ საჩივარი სასამართლოში, ჩვენ კვლავ მივმართეთ კონტრდაზვერვის დეპატრამენტს, რომელმაც საჩივარში საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი გაიმიჯნა. ამის შემდეგ ჩვენ შევასრულეთ პირობა და მივაწოდეთ ეს საჩივარი ადვოკატებს. ეს პროცედურული საკითხები ადვოკატებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. პროკურატურამ ე.წ.კაბელების საქმის სააპელაციო საჩივარს გრიფი საიდუმლო მოხსნა საქართველოს პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს საიდუმლო გრიფი მოხსნა. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, გრიფი საჩივრის ნაწილზე კონტრდაზვერვის სამსახურის წერილის საფუძველზე მოიხსნა. მტკიცებულებების ნაწილზე კი კვლავ საიდუმლო გრიფი რჩება. "ადვოკატებმა პირველივე სხდომაზე იშუამდგომლეს და მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა. მტკიცებულებების განხილვა დახურულ სხდომაზე მოხდა. განჩინება, რომელიც გავასაჩივრეთ, გამოცხადდა დახურულ სხდომაზე, რადგან ის შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. განჩინების ნაწილი დაიშტრიხა და ისე გადეცა ადვოკატებს. მათ არ აქვთ დაშვება ამ კატეგორიის ინფორმაციაზე. მას შემდეგ, რაც შევიტანეთ საჩივარი სასამართლოში, ჩვენ კვლავ მივმართეთ კონტრდაზვერვის დეპატრამენტს, რომელმაც საჩივარში საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი გაიმიჯნა. ამის შემდეგ ჩვენ შევასრულეთ პირობა და მივაწოდეთ ეს საჩივარი ადვოკატებს. ეს პროცედურული საკითხები ადვოკატებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)