|
2018-10-26 16:11:05, 6578 ნახვა
ევროპის ამბები
ივანიშვილი: მინდა აბასთუმანი გახდეს ელექტრომობილების რეგიონი, საკუთარი ხარჯებით დავეხმარები ადგილობრივებს
“მინდა გაზაფხულზე ეს ექსპერიმენტი დავიწყო და აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი. მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას, რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის, ბევრს ვუყიდი, ბევრს სხვა მხრივ დავეხმარები, რომ გამოცვალონ. ახლა ამას ვერ მოვყვები აქ გადაცემაში და აბასთუმანში ამას იქეთ კიდევ ბევრ რამეს ვაპირებთ და ვაკეთებთ ხელისუფლებასთან ერთად, პირადადაც, რომ შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ გვაქვს რეგიონი უსუფთავესი. ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში არ არის მსგავსი. მემგონი მოვახერხებთ,ბევრი ხალხი არ ცხოვრობს აბასთუმანში, 800 ოჯახია სულ. 10 წლის შემდეგ საქართველო. თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, შეიძლება პირველი ქვეყანა იყოს, რომ ამ დოზით მოვასწროთ მანქანების შეცვლა. ეხლა ისეც უნდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ რა ვართ ჩვენ, ისეთს რას ვაკეთებთ, რომ ვერ ახერხებს გერმანია, ვერ ახერხებს საფრანგეთი. ვერ ახერხებს კი არა არ ახერხებენ, იგივე იაპონია, იმიტომ, რომ მათ აქვთ განვითარებული მრეწველობა მანქანათმშენებლობის, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს. ზოგი ჭირი მარგებელიაო როგორც იტყვიან“. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)