|
2018-10-26 11:55:16, 4848 ნახვა
ევროპის ამბები
ივანიშვილი: რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს, როცა დათო ყიფიანი იყო ჩემი „კუმირი“
„ჩანაწერებშია აბსოლუტურად განსხვავებული ხმები ისმის და აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი იხატება. ჩანაწერებიდან იხატება, რომ ყიფიანი მივიდა ოფისში ფარცხალაძესთან, შეაგინა და ფარცხალაძემ დაარტყა თუ სცემა, მე არ ვიცი რეალურად რა მოხდა, დავიფიცებ ვისთანაც გინდათ, არც საქმე არ გამირჩევია და როგორ გავარჩევდი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ და მერე რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს, როდესაც დათო ყიფიანი იყო ჩემი „კუმირი“. მთელი ჩემი თაობა შეყვარებული იყო თბილისის დინამოსა და დათო ყიფიანზე და არც მე ვიყავი გამონაკლისი. რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს?! თვითონ ის ფაქტი რომ რეკეტი მიდის ჩემგან ორგანიზებული, რასაც გადმოსცემდნენ, მე აქ საქმეებს ვარჩევ ეს არაფერი იქ არ ისმოდა. გაუპატიურება, სარდაფი ახსენეს, არსად არ აისახება ეს, არც იმ ჩანაწერებში და არც ყიფიანის შემდგომ ჩვენებებში,, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა. ასე ამახინჯებდნენ ყველაფერს“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ტელევიზიასთან შეხვედრაზე განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)