03:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 10:13:44, 2436 ნახვა

სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 357 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 357 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ცნობით, 18 აგვისტოდან 18 ოქტომბრამდე, ამოღებულია 290 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალაქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. 

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით, გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics