15:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 12:03:09, 1406 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი, ამის თარგმნა, რომ ვიღაც ტელევიზიას ემუქრება, არასერიოზულია

„ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი, ამის თარგმნა იმაში, რომ ვიღაც ტელევიზიას ემუქრება, ჩემი აზრით ეს არასერიოზულია“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა,  ეთანხმება თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ აღმშენებლობას ხელს უშლის.

„უკვე თქვენს კითხვაშივე არის არასწორი პასაჟი. თუ მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა და იმის მოთხოვნა, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს რომელიმე ტელევიზიიდან, ეს შეიძლება იმდაგვარად შეაფასოთ, როგორც კითხვის შინაარსში ისმის, რა თქმა უნდა მე ვერ დაგეთანხმებით. მე ვუსმინე ამ ინტერვიუს, ისევე როგორც, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და კარგად ვიცი რა თქვა. მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ტელევიზიიდან, მათ შორის თქვენი ტელევიზიიდან ისმოდეს განსხვავებული აზრი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი პოზიცია. შესაბამისად, ამის თარგმნა იმაში, რომ ვიღაცა ემუქრება ტელევიზიას, ეს არასერიოზულია, დამერწმუნთ. მედიაში აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული აზრი და ჟურნალისტური სტანდარტი უნდა იყოს დაცული. ის, რომ არ ისმის განსხვავებული აზრი და ის, რომ გარკვეული ადამიანები მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ მიდიან ტელევიზიაში თავისი აზრის დასაფიქსირებლად, ეს ჩემი აზრით სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics