|
2015-06-11 09:31:48, 823 ნახვა
სამართალი
შსს-მ 13 შეკვრა ჰეროინი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მამუკა ხ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონის ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი და საინექციოდ გამზადებული შპრიცი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2,8748 გრ ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ მამუკა ხ. დაკავებისას ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)