13:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 16:46:55, 1683 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე - სპექტაკლი ჩავარდა, ეს კომედია დამთავრებულია

„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ, პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს.

 როგორც პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, ჯობდა საარჩევნო კამპანია ევროპულ სტილში ჩატარებულიყო.

 „ამ საკითხებზე დღეს აქტუალურიც აღარ არის მსჯელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპექტაკლი ჩავარდა და დამთავრებულია ეს კომედია, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავი 2-ის მეშვეობით. ჩვენც არ გვქონია საუბარი ავთენტურობაზე, საუბარი იყო შინაარსზე, რომელიც გვესმის ამ ჩანაწერებში, ავთენტურობაში კი არ არის საქმე, შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჯერ აუდიო ვერსიის სახით და ახლა ვიდეო ვერსიის სახით. ჯობდა რომ სხვა გარემოში წარმართულიყო საარჩევნო კამპანია, ევროპულ სტილში და კანდიდატებს ესაუბრათ საკუთარ ხედვებზე და არა იმაზე, რაზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ჩანაწერის თანახმად, ლევან ყიფიანი მასსა და ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics