|
2015-01-21 10:37:49, 2153 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია ვაზაგაშვილების საქმეებზე პასუხისმგებლობას სააკაშვილის ხელისუფლებას აკისრებს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, შესაძლოა, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან კავშირში იყოს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. "ეს შემზარავი ფაქტი გარკვეულ ბმაში ალბათ არის მისი შვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან. გამოძიება დაჩქარების შემდეგ, პრაქტიკულად, უკვე იყო მისული ფინალურ ეტაპზე.ეს ის საქმეებია, რომელთა ტრაგედია არის სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ საქმეების გამოძიება ბოლომდე მიყვანილი იყოს",-განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, გუშინ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარს ამწუთებში ექსპერტიზა უტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)