11:45 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 10:28:59, 1566 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ხორავას ქუჩაზე მოზარდებისა და გირგვლიანის მკვლელობების გაიგივება მიუღებელია

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული შედარება სანდრო გირგვლიანისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, მიუღებელია. 

პრემიერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა:

"თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი", - განაცხადა ბახტაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია ერთმანეთს შეადარა. "არ შემიძლია არ დავიწყო იმით, რომ კიდევ ერთხელ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ ათი წლის თავზე, იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics