|
2015-06-10 11:17:22, 777 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი დიდი სურვილია, მოგების გადასახადის კუთხით, მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ
"ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ მოგების გადასახადის კუთხით, მნშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოვახდინოთ",-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მოგების გადასახადის გაუქმების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მთავრობა ჯერჯერობით მზად არ არის, კანონპროექტი წარადგინოს. "მოგების გადასახადზე ვმუშაობთ. ჯერჯერობით მზად არ ვართ, რომ კანონპროექტი წარვადგინოთ. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობა მოგების გადასახადის გაუქმების კუთხით, ესტონურ მოდელზე მუშაობს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, მისი უწყება ამ კუთხით, ესტონეთში კონსულტაციებს მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)