|
2018-10-10 19:39:50, 1920 ნახვა
სამართალი
გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო [ვიდეო]
გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა შენობის შესასვლელთან ნაკელი და მარცვლეული დაყარა, რითაც მათი თქმით, გორის მერის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გააპროტესტს. როგორც ტელეკომპანია „დიას“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მიმდინარეობისას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა ერთ-ერთ აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა ჩამოამხო, შემდეგ კი, კვლავ მერიის შენობაში შებრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულისხმობს. შეგახსენებთ, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ორაზროვანი განცხადება გააკეთა, ამერიკის მაშინდელ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს კი „ზანგი“ უწოდა. მოგვიანებით თავზარაშვილმა რასისტული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, აგვისტოს ომზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ „ცალსახად ომი რუსულმა მხარემ დაიწყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციებს არ უნდა წამოგებოდა“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)